თეგებით ძიება

კარგი ლიდერები ადამიანებს შთააგონებენ

საუკეთესო ლიდერების თვისებებია თავმდაბლობა, პატიოსნება და თანამშრომლობა. მათ მკაფიო კომუნიკაცია შეუძლიათ, რათა სხვებს ზომების მიღებაში დაეხმარონ. კარგი ლიდერები არა მხოლოდ შთააგონებენ ადამიანებს, არამედ უვითარებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ გუნდის, კომპანიის, ორგანიზაციის ან პროექტის მიზნების მისაღწევად სჭირდებათ. ისინი ეხმარებიან სხვებს, გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო ნიჭი და შესაძლებლობები.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს საუკეთესო ლიდერი. გთავაზობთ ლიდერების ციტატებს, რომლებიც შთაგაგონებთ და თქვენში უფრო მეტ ლიდერულ უნარს და თვისებას აღმოაჩენთ:

გახდი ისეთი ლიდერი, რომელსაც ხალხი ნებაყოფლობით მიჰყვება მაშინაც კი, თუ ტიტული ან თანამდებობა არ გქონია - ბრაიან თრეისი;

თუ თქვენი ქმედებები შთააგონებს სხვებს, იოცნებონ მეტი, ისწავლონ მეტი, გააკეთონ მეტი და გახდნენ უკეთესი, თქვენ ლიდერი ხართ - ჯონ ქვინსი ადამსი;

ლიდერობა გულისხმობს არა იმდენად მექანიზმებს და მეთოდებს, რამდენადაც გულღიაობას. ლიდერობა არის საკუთარი თავის და სხვების შთაგონება. კარგი ლიდერობა ეხება ადამიანურ გამოცდილებას და არა პროცესებს. ლიდერობა არ არის ფორმულა ან პროგრამა, ეს არის ადამიანის საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს გულისხმიერების გამოჩენას. ეს არის დამოკიდებულება და არა რუტინა - ლენს სეკრეტენი;

გამოჩენილი ლიდერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აამაღლონ თავიანთი პერსონალის თვითშეფასება. თუ ადამიანებს სჯერათ საკუთარი თავის, მათ საოცრების მიღწევა შეუძლიათ - სემ უოლტონი;

ნუ ეცდებით ადამიანების მართვას და მანიპულირებას. მატერიალურ-საწარმოო მარაგების მართვა შესაძლებელია, მაგრამ ადამიანებს უნდა ხელმძღვანელობდეთ - როს პერო;

ლიდერობასა და უფროსობას შორის განსხვავებაა. ორივე ავტორიტეტს ეფუძნება. უფროსი ბრმა მორჩილებას ითხოვს; ლიდერი გაგებითა და ნდობით ავტორიტეტს იძენს - კლაუს ბალკენჰოლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა