თეგებით ძიება

კეთილსინდისიერება ლიდერობის ყველაზე ღირებული და პატივსაცემი თვისებაა

ცვლილება რისკების მიღებას მოითხოვს უცნობ გზაზე სვლისას და ამას გამბედაობა სჭირდება. საუკეთესო ლიდერები რისკზე მიდიან და გამბედაობას ეჩვევიან. სინდისი გამბედაობის საფუძველია - ჯეიმს ფრიმენ კლარკი;

თქვენ ვერ შეძლებთ ცურვას ახალი ჰორიზონტისკენ, სანამ არ შეშინდებით, რომ ნაპირი მხედველობიდან დაკარგეთ -უილიამ ფოლკნერი;

სიმამაცე მასტიმულირებელია. ჩვენ არ უნდა გავხდეთ გმირები ერთ ღამეში. მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო და რეალობის გააზრება ისე, რომ თურმე ის ისეთი საშინელი არ ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შემდეგ ჩვენში აღმოვაჩენთ, რომ გვაქვს ძალა - ელეონორ რუზველტი;

კეთილსინდისიერება ლიდერობის ყველაზე ღირებული და პატივსაცემი თვისებაა. ყოველთვის იყავი პასუხისმგებელი შენს სიტყვაზე - ბრაიან ტრეისი;

ლიდერობის უმნიშვნელოვანესი თვისება უდავოდ კეთილსინდისიერებაა, რომლის გარეშე რეალური წარმატება შეუძლებელია - დუაიტ დ.ეიზენჰაუერი;

კეთილსინდისიერება არის, როდესაც სწორ საქმეს აკეთებ და იცი, რომ არავინ გაიგებს, გააკეთე ეს თუ არა - ოპრა უინფრი;

პატივისცემის გრძნობა მაღალი დონის ლიდერობის მთავარი განმსაზღვრელია - ბრაიან ტრეისი;

თითქმის ყველა მამაკაცს შეუძლია გაუძლოს უბედურებას, მაგრამ თუ გინდა გამოსცადო მამაკაცის ხასიათი, მიეცი მას ძალაუფლება - აბრაამ ლინკოლნი;

ადამიანის სიდიადე სიმდიდრით არ განისაზღვრება, არამედ მისი კეთილსინდისიერებით და გარშემომყოფებზე დადებითი ზემოქმედების მოხდენის უნარით - ბობ მარლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა