თეგებით ძიება

„ბოლო წლებში ქოცების გაკეთებული სულ სამი რეფორმა მოვიწონე და დავიცავი...“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლო წლებში ქოცების გაკეთებული სულ სამი რეფორმა მოვიწონე და დავიცავი კიდეც მავნებლებისგან (რადგან როცა რამე აუცილებელ და სასიკეთო საქმედ მიმაჩნია, საერთოდ არ მადარდებს, ვინ რა იარლიყს მომაწებებს და ქოცს დმიძახებს თუ ნაცს. ამის გამო ჩემი აზრის ხმამაღლა გამოთქისგან თავს არასდროს შევიკავებ): პირველი დახურულ შენობებში სიგარეტის მოწევის აკრძლავა იყო, მეორე - საპენსიო რეფორმა და მესამე სატრანსპორტო რეფორმაა. (ის კი არა, მიმაჩნია, რომ სამივე ძალიან დიდი დაგვიანებით გაკეთდა).

ქვეითებზე, ველოზე, სკროლებზე და საზ. ტრანსპორტზე მორგებული ქუჩის გეგმარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქალქისთვის. რადგან მანქანების რაოდნეობა ჩვენს ქალაქში ყოველწლიურად იზრდება, ეს ზრდა არ ჩერდება და დაწყებითი კლასების არითმეტიკის ცოდნაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ რამდნეიმე წელიწადში ამ ქალაქში მაშინაც კი ვერ გაივლი, ერთი ამდენი გზა, ესტაკადა და ხიდი რომ დაამატო, ახლა რომაა. 

მაგრამ კალაძე ყველაფერს აკეთებს ამ კარგი იდეის და რეფორმის დისკრედიტაციისთვის (ცლაკე პრემიერი იღწვის საპენსიო რეფორმის დისკრედიტაცისთვის. გამოაცხადა, ამ ფულით დიდი პროექტების აშენებას ვაპირებთო). ჯერ ხომ ავტობუსის მთავარი დერეფნების დახაზვა დროში ისე უსაშველოდ გაწელა, რომ რეფორმის სიკეთეს ავტობუსის მგზავრებიც კი ვერ გრძნობენ, რადგან ავტობუსს თავის გრძელ გზაზე ბასლეინი სულ რამდენიმე მონაკვეთზე ხვდება და სხვაგან ისევ საცობში დგას, მერე ამ ბასლეინებში პოლიციის შკოდებს და სხვა სამთავრობო მანქანებს მისცეს თავისუფლად სეირნობის უფლება და ისედაც გაბრაზებულ ხალხს თავი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აგრძნობინეს. ახლა კი, იმის მაგივრად რომ  ბასლეინებში შკოდები აეკრძალათ, ტაქსებსაც დავუშვებთო“, - წერს მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა