თეგებით ძიება

"მეტროში სულ წიხლები და ხელები მირტყეს ჯგუფურად" - ქვიარ აქტივისტს თავს დაესხნენ

ქვიარ აქტივისტი, ლუკას აბლოთიას ინფორმაციით, მას მეტროში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ეს არის ის ადამიანი, რომლის გამოც მთელმა მეტროს ვაგონმა ჩამქოლა. ავედი თუ არა მეტროს ვაგონზე, პიდარასტი მომაძახა და შემდეგ მუქარაზე გადავიდა. როცა ხელის დასარტყამად გამოიწია, 2-3 ჯერ გავაფრთხილე, სპრეის გამოვიყენებ-მეთქი, მაგრამ არ დამშვიდდა - ხალხს მოუწოდებდა ჩემს ჩასაქოლად და მოსათხოვად. მერე სპრეის გამოყენების ვალდებულება გაჩნდა უშუალოდ მაშინ, როდესაც ეს პიროვნება თავდასხმას აპირებდა. სპრეის გამოყენების შემდეგ, ამ მოძალადეს გამოესარჩლნენ და მეტროში სულ წიხლები და ხელები მირტყეს ჯგუფურად. ჯგუფურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვ სამართლიან გამოძიებას და მჯერა, რომ სამართალს ვიპოვნით. 

ასევე მადლობა მინდა გადავუხად ყველა ჟურნალისტს ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა.

მარიამ კვარაცხელია მადლობა, რომ მოხვედით ძალიან მიყვარხარ.

ამ ქვეყანაში ჩემთვის ყოფნა დღითიდღე უარესდება, სახიფათოა და სიცოცხლეს ვრისკავ, მაგრამ ბრძოლას აქვს აზრი. მართალია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვიმგზავრებ, პლუს ჰომოფობიას და დევნას ემატება ფინანსური ეკონომიკური შესაძლებლობები, მაგრამ მაგასაც რამეფრად მოვაგვარებთ ! 

ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვან და პასუხს აგებს ეს მოძალადე და სხვებიც, ვინც ჯგუფურ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. 

ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მეტრო-ვაგონში განიცადა დისკომფორტი წიწაკის სპრეის გამოყენებისას, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და უსაფრთხოების და ფიზიკური ჯანმრთელობის მათ შორის "სიცოცხლის მოსპობის სავარაუდო მცდელობის წინაშე ვიდექი".

სამართალს ვითხოვ მეტს არაფერს ! უნდა შემეძლოს თავისუფლად სიარული და ტრანსპორტის გამოყენება!", - წერს აბლოთია სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა