თეგებით ძიება

„პეტრეს სიმაღლეში არაა საქმე, ის ისეთი უყვარს ყველას, როგორიც არის, უბრალოდ ის უნდა იყოს ჯანმრთელი“ - თეონა ცხომელიძე

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქციიდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

პეტრეს ვიცნობ დაბადებიდან. როდესაც მისი ძმა მიშო და დიმიტრი პირველ კლასში მივიდნენ, პეტრე და კირა სულ ციცქნები იყვნენ… პეტრე კირას მეგობარია, რომელზეც გიჟდება და თუ პეტრემ რაღაც თქვა ე.ი. ნამდვილად ასეა. მე პეტრეს ცრემლები არასოდეს მინახავს და იმედია ეს ბოლოა…

„პეტრეს სიმაღლეში არაა საქმე, ის ისეთი უყვარს ყველას, როგორიც არის და სხვანაირი ვერ წარმოგვიდგენია, უბრალოდ ის უნდა იყოს ჯანმრთელი, ამიტომ ვითხოვთ ამ წამალს…

პეტრეს საუკეთესო, სრულიად საოცარი დედა ჰყავს, მოუსმინეთ და დარწმუნდებით… მაკუნა გოჩიაშვილი და ის აუცილებლად მიიღებს წამალს პეტრესთვის!

#წამალიბავშვებს

და ამ ვიდეოში ცალკე ამბავია პატარა ანა სუბელიანი“, - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა