თეგებით ძიება

„ამაზე მეტი ტრაგედია რა უნდა დაგემართოს ადამიანს“ - რას წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე იგივე, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს.

„ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი სიცოცხლეში წყალში დამბალ პურს ჭამდა, იმდენად უჭირდა ლუკმას იხვეწებოდა. ყველანაირად გარიყული იყო იმ დროინდელი ხალხისგან და ელიტისგან. ხალხი რომელიც დღეს ილიას აღმერთებს, მისი მკვლელი და მისი ოჯახის მოძულე გახლდათ. უფრო კომიკური ის არის, რომ დღეს მის ხატთან ლოცულობენ. ამ ხალხის “სიყვარულის” ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეს. დღემდე არ იციან რას წერდა, რას ცდილობდა და რას ამბობდა ილია, თუმცა უყვართ. ამაზე მეტი ტრაგედია რა უნდა დაგემართოს ადამიანს, ამ ბრბოს რომ უყვარდე…“ - წერს მანგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა