თეგებით ძიება

„გამოვედით ჯანდაცვის სამინისტროდან... წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე აღარც გვეკამათებიან...“ - რას წერს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა?

აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვის დედა მა­კუ­ნა გო­ჩი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ წერს.

"ახლა გა­მო­ვე­დით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მშობ­ლე­ბი. წამ­ლის შე­მო­ტა­ნა-არ შე­მო­ტა­ნა­ზე აღარც გვე­კა­მა­თე­ბი­ან და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გაგ­ვაც­ნეს და თან­მიმ­დევ­რუ­ლი და სწო­რი გეგ­მაა, ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქვთ და სრუ­ლი სი­ფხიზ­ლით ვიქ­ნე­ბით ჩარ­თუ­ლე­ბი, რომ არ გა­და­ვუხ­ვი­ოთ გეგ­მი­დან.

გა­რან­ტი­ის­თვის დო­კუ­მენტს, ამ ეტაპ­ზე, ვერ გვაძ­ლე­ვენ და ამი­ტომ მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­ტეს­ტი იმა­ვე ფორ­მით გრძელ­დე­ბა. შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა 5 მა­ისს ჩა­ვი­ნიშ­ნეთ" - წერს მა­კუ­ნა გო­ჩი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი ორ კვი­რა­ზე მე­ტია ღა­მეს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან ათე­ნე­ბენ. მათი მო­თხოვ­ნაა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­ფი­ნან­სოს აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა