კაცი, რომელმაც ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოხია, "ალტ-ინფოს" წევრი, ვასილ გოგალაძეა (ვიდეო)
თბილისში, ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია. ფაქტის ამსახველი კადრები მამაკაცმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
აღნიშნული პირი "ალტ-ინფოს" წევრი, ვასილ გოგალაძეა, რომელიც პრორუსულ და ანტიუკრაინულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავრი არხი" ავრცელებს.
"აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა.
ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლებმა უკრაინის დროშა ადგილზე უკვე დააბრუნეს.