თეგებით ძიება

რუსეთმა ვიზები კი არ უნდა გააუქმოს, არამედ, ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოდან - გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ რუსეთმა ვიზები კი არ უნდა გააუქმოს, ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოდან და დაასრულოს ოკუპაცია. 

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, რუსეთის გადაწყვეტილება ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით სრული ფარისევლობა და იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც ის აწარმოებს.

„ის ჩვენი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს და იბრძვის, რომ მის პირისპირ მარტონი დავრჩეთ. რუსეთმა ვიზები კი არ უნდა გააუქმოს, ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოდან და დაასრულოს ოკუპაცია. ეს არის მოთხოვნაც და ვალდებულებაც, რომელიც რუსეთს აქვს აღებული და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ვალდებულებას პრაქტიკულად, არ ახსენებს მას და ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებას შესაძლოა მიესალმოს კიდეც“, - თქვა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა და სავიზო რეჟიმის მოქმედებაც შეცვალა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა