თეგებით ძიება
11. 05. 2023 სპორტი

ისტორიაში პირველად, ქართული ფინალი დოჰაში - ბექაური და მაისურაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

ისტორიაში პირველად, კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 საჭიდაო დღეს, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ფინალში გავიდნენ.

ლუკამ უნგრელი რომან გოზის, თურქი მიჰაელ ჟანკისა, ნიდერლანდელი ნოელ ვან ტ ენდის და იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა.

ლაშამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი, სერბი ნემანია მაიდოვი, რუსი მანსურ ლორსანოვი და იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა