თეგებით ძიება
14. 05. 2023 მსოფლიო

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს - პირველადი მონაცემები

თურქეთში ჩატარებული არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. 

ამ დროისთვის ხმების 9.1%-ია დათვლილი. ამავე მონაცემებით, ერდოღანი 59,47%-ით ლიდერობს, ხოლო მის მეტოქესა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს 34,79% აქვს.

საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი. 

მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, არჩევნები 28 მაისს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა