რუსეთში დააკავეს კაცი, რომელმაც შვილისგან ინტიმური ფოტოები იყიდა
ნიჟნი ნოვგოროდში 14 წლის გოგონამ მამას ინტიმური ფოტოები მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი Ni Mash ავრცელებს.
14 წლის სკოლის მოსწავლის მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ. გოგონას დედამ "მესინჯერში" შემთხვევით აღმოაჩინა მისი ქალიშვილის მიმოწერა მამასთან. დედა მანამდე ფიქრობდა, რომ გოგონას 36 წლის მამასთან ურთიერთობა არ ჰქონდა.
"მესინჯერში" დედამ შვილის მიერ მამისთვის გაგზავნილი ეროტიკული შინაარსის ფოტოები ნახა, რომლებსაც ყოფილი ქმრის კომენტარებიც ახლდა.
ამავდროულად, გოგონამ თითოეული ფოტოსთვის მამისგან ცხრა ათასი რუბლი მიიღო. სკოლის მოსწავლე გოგონას დედამ პოლიციას მიმართა, მისი ყოფილი ქმარი უკვე დაკავებულია.