"ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა საქართველო დატოვა..." - რას წერს ნიკა მელია?
"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა უკვე დატოვა საქართველო.
"ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა საქართველო დატოვა! რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა!
თუმცა, სანამ არ დავამარცხებთ ქვეყნის რუსიფიკაციის მიზეზს, მოგვიწევს მათ სიმპტომებთან ბრძოლა ყოველდღიურად, ყველგან და ყველას!ვიბრძოლებთ და ვიზეიმებთ საქართველოს ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელებას!“, - წერს მელია.
შეგახსენებთ, პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.
"ყვარლის ტბამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.