თეგებით ძიება

საკმაოდ დიდ ნაწილს რუსეთი ფლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბახმუტი დაეცა ან ბოლომდე გადაცემულია რუსეთისთვის - მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში მებრძოლი "ქართველი ლეგიონის“ ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი ბახმუტის დაკარგვას უარყოფს.

მისი თქმით, გავრცელებულ ინფორმაცია, ბახმუტის დაკარგვის შესახებ, რუსული პროპაგანდის ნაწილია.

"მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, გარკვეულ ნაწილს, საკმაოდ დიდ ნაწილს რუსეთი ფლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბახმუტი დაეცა ან ბოლომდე გადაცემულია რუსეთისთვის. ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდისტული მანქანაა, რომელიც ამას ავრცელებს. საკმაოდ რთული ბრძოლები მიმდინარეობს მაგ მიმართულებაზე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მიმართულებაზე, უბრალოდ ბახმუტმა ბევრი ყურადღება მიიპყრო და რუსეთს ძალიან უნდოდა გამოყენება ამის საკუთარ პროპაგანდად პუტინის ბრიფინგისთვის. იმიტომ, რომ სტრატეგიულ ინტერესს ეს არ წარმოადგენს, ეს მონაკვეთი. მიმდინარეობს ჯერ კიდევ ბრძოლები, ასე რომ ლაპარაკი იმაზე, რომ ბახმუტი დაეცა, ძალიან ზედმეტია“, - აცხადებს მამუკა მამულაშვილი. 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსა“ და რუსეთის არმიას უკრაინის ქალაქ ბახმუტის „აღება“ მიულოცა. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ბახმუტი საბჭოური არტიომოვსკის სახელითაა მოხსენიებული, პუტინმა აღნიშნა, რომ ბრძოლა რუსეთის გამარჯვებით დასრულდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა