თეგებით ძიება
22. 05. 2023 მსოფლიო

უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება - ოლაფ შოლცი

უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს.

„2008 წელს ბუქარესტში ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს გრძელვადიანი პერსპექტივები. ყველასთვის ნათელია, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. ასევე იმიტომ, რომ ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა