თეგებით ძიება

ვიზის შემოღება, ფრენების აკრძალვა, გულისხმობს, რომ ქვეყანა რუსეთთან ესკალაციაზე მიდის - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთისთვის ნებისმიერი სახის შეზღუდვის დაწესება ესკალაციას გამოიწვევს, რომელმაც მისი სიტყვებით, შესაძლოა საქართველო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანეს.

"ნებისმიერი ასეთი ქმედება, ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, სხვა ეს ყველაფერი არის სანქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია თავის მხრივ გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ როცა აწესებს სანქციებს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია რომ იქნება კონტრსანქციები, საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შეექმნება საფრთხე.

ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება, ესაა უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, ასევე დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს, ანექსიის პოლიტიკამდე. ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ა.შ ანუ ისინი ვინც გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში გვეუბნებიან რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ რუსეთთან ესკალაციაში და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ვინც გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთთან, არავინ გვაძლევს არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს", - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა