"უსახსრობის გამო, მსახიობის კარიერა ვერ გავაგრძელე" - როგორ ცხოვრობს „გაღმა ნაპირის“ მთავარი გმირი?
გიორგი ოვაშვილის ფილმის "გაღმა ნაპირი"-ს მთავარი როლის შემსრულებელი, თედო ბექაური ახლა 26 წლისაა, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ორბეთიდან არის, თუმცა თბილისში ცხოვრობს. ამბობს, რომ დედაქალაქში ცხოვრება დაბრკოლებებით არის სავსე და ეს პირველ რიგში ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.
"გაღმა ნაპირის" შემდეგ მინდოდა მსახიობობა, მინდოდა თეატრალურზე ჩაბარება, მაგრამ უსახსრობის გამო ვეღარ შევძელი მსახიობის კარიერის გაგრძელება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ელიავაზე დავიწყებდიო მუშაობას, აქ შემთხვევით მოვხვდი. მქონდა გეგმები და რომ ვერ განხორციელდა, დავრჩი უმუშევარი. პირველად რომ აქ მოვხვდი ძალიან შემეშინდა, ძალიან უცხო სამყარო იყო ჩემთვის, ძირითადად გადაღებაზე ვიყავი ხოლმე და სხვა კულტურაში და ახლა სულ სხვა სფეროში ვარ. აქ სხვანაირი ქაოსია.
მთელი ბავშვობა თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ორბეთში გავატარე, 9 წლის ასაკში დედამ კლინიკაში წამომიყვანა, მე ფოიეში ვიჯექი, დედა ექიმს ესაუბრებოდა. ამ დროს შემოვიდა გიორგი ოვაშვილი, შემომხედა და დამიწყო საუბარი. დამიბარეს, ჩამოდი, პატარ კასტინგი გავაკეთოთო. რომ შევედი პირველად კასტინგზე, გიორგიმ მითხრა, მე ახლა მაგიდაზე დავუკრავ და იცეკვეო, ერთხელ დაუკრა არ გავინძერი, მეორედ დაუკრა და არ გავინძერი ისევ.
შემდე მითხრა, ახლა კიდევ დავუკრავ და ამით გადაწყვეტ შენს გზასო, ამის შედეგ დავიწყე ქაოსური ცეკვა. ამის შემდეგ მითხრა, შენ აქ დარჩებიო. გადაღების პირველი დღიდან გიორგი ძალიან მეხმარებოდა, მასწავლიდა ბევრ კარგ თვისებას. როგორც ბავშვმა ბოლომდე გავითავისე ეს როლი.
როცა თეატრალურზე ვერ ჩავაბარე, დავიწყე თეატრალური ლიტერატურის კითხვა. ყველაზე მეტი დაბრკოლება თბილისში ჩემი ცხოვრების იყო უსახსრობა. თბილისში სახლი არ მაქვს, ბევრი რამ არის ისეთი რომელიც უკან მხევს ხოლმე. სამომავლოდ მე და ჩემს მეუღლეს გვინდა სტუდენტები გავხდეთ. ასეთი გეგმა გვაქვს" - ამბობს თედო "რუსთავი 2"-ის ეთერში.