თეგებით ძიება

საზაფხულო ტოლმა - სასარგებლო და გემრიელი

ინგრედიენტები:

მარილი

მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი)

ბადრიჯანი

წითელი ბულგარული წიწაკა

ბრინჯი

ხახვი

სტაფილო

დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული

მწვანე წიწაკა

მომზადების წესი:

1. გამოვუღოთ  ბადრიჯანს  გული,  თუ  ძალიან  გრძელი  ბადრიჯნები  გვაქვს  გავჭრათ  შუაზე.  გულები  დავჭრათ  პატარა  კუბიკებად.

2. გამოვასუფთაოთ  ბულგარული  წიწაკები.(რაც  უფრო  მეტი  ფერის  წიწაკას  აარჩევთ,  მით  უფრო  ლამაზი  გამოგივათ  კერძი.)

3. ბრინჯი  წამოვადუღოთ  მარილიან  წყალში  და  კარგად  გავწუროთ  თუშფალანგზე.

4. დავჭრათ  ხახვი  ალყა-ალყა  და  მოვთუშოთ  ზეთში  ბადრიჯნის  გულებთან  ერთად.  ჩავაყაროთ  მსხვილ  სახეხზე  დახეხილი  სტაფილო,  კუბიკებად  დაჭრილი  ბულგარული  წიწაკა  და  5  წუთი  დავტოვოთ.  ჩავასხათ  გახეხილი  პომიდვრის  სოუსი,  ჩავაყაროთ  მწვანილები,  მარილი,  მწვანე  წიწაკა  და  კვლავ  წამოვადუღოთ.  ჩავაყაროთ  გამზადებული  ბრინჯი  და  გავაჩეროთ  შეგრილებამდე.

5. მომზადებული  სატენით  ამოვავსოთ  ბადრიჯანი  და  ბულგარული.  ჩავაწყოთ  ქვაბში  მჭიდროდ,  თავზე  მოვასხათ  დარჩენილი  სატენი,  დავახუროთ  ქვაბს  და  მოვხარშოთ  დაბალ  ცეცხლზე.  წვენს  დაუმატეთ  მარილი  გემოვნებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა