თეგებით ძიება

„მოტყუებით წაიყვანა და თავში აგურის ჩარტყმით მოკლა..." - საგარეჯოში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

საგარეჯოს რაიონში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მაისს, ბრალდებული ყაზახეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა მეგობარ ქალთან ერთად და დაბინავდა სასტუმროში.

ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ქალს ავტომანქანა უნდა შეეძინა და ინახავდა თანხას. ბრალდებულმა ხსენებული თანხის დაუფლების მიზნით 21 მაისს, მეგობარი ქალი თბილისიდან მოტყუებით წაიყვანა კახეთში და მდინარე იორის დამბასთან, თავში აგურის ჩარტყმით მოკლა.

ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ქალის გვამი მდინარე იორში გადააგდო, თავად კი დაეუფლა მის მობილურ ტელეფონს და თანხას 7100 აშშ დოლარს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  109-ე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტით  ( განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ანგარების მოტივით)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა