ბროკოლის სალათა
ინგრედიენტები:
8 ნაჭერი ბეკონი
1 თავი დაჭრილი ახალი ბროკოლი
1⁄2 ჭიქა გახეხილი ყველი ჩედარი
1⁄2 თავი დიდი წითელი ხახვი
1⁄4 ჭიქა წითელი ღვინის ძმარი
1⁄8 ჭიქა თეთრი შაქარი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
2⁄3 ჭიქა მაიონეზი
1 ჩ/კ ახალი ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
1. დიდ და ღრმა ტაფაზე მოათავსეთ ბეკონი. წვით საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე, თანაბრად დაბრაწვამდე. დააწდეთ და დააქუცმაცეთ.
2. დიდ თასში აურიეთ ბროკოლი, ყველი, ბეკონი და დაჭრილი ხახვი.
3. საკმაზის მოსამზადებლად პატარა თასში აურიეთ წითელი ღვინის ძმარი, შაქარი, პილპილი, მარილი, მაიონეზი და ლიმონის წვენი. საკმაზი სალათას შეურიეთ. დააფარეთ და მირთმევამდე მაცივარში შედგით.