ბადრიჯნის სალათა
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 4 ცალი
ბულგარული წიწაკა - 4 ცალი
ხახვი - 4 ცალი
პამიდორი - 4 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
ოხრახუში - 1 კონა შაქარი - 1 ჩ/კ
მზესუმზირის ზეთი - 3 ს/კ
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გარეცხეთ ბადრიჯანი, დაჭერით თხელ ნაჭრებად, ჩაყარეთ მარილწყალში, რათა სიმწარე გაუვიდეს.
2. გარეცხეთ და გაასუფთავეთ დანარჩენი ბოსტნეული. დაჭერით სურვილისამებრ.
3. შეწვით ბადრიჯანი ორივე მხრიდან. დაალაგეთ იმ ლანგარზე, რომლითაც სუფრაზე მიტანას აპირებთ.
4. მეორე ტაფაზე, ძლიერ ცეცხლზე შეწვით ხახვი, დაამატეთ დანარჩენი ბოსტნეული (პამიდვრის გარდა), დაამატეთ ცოტა ზეთი. ცეცხლს არ ჩაუწიოთ და განუწყვეტლივ ურიეთ. ბოსტნეული ძალიან რბილი არ უნდა იყოს.
5. დაყარეთ ტაფაზე შაქარი, მოურიეთ და დაამატეთ დაჭრილი პამიდორი. როგორც კი ოდნავ დარბილდება, მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
6. გადაიტანეთ ეს ყველაფერი ბადრიჯნიან ლანგარზე და ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გააჩერეთ სალათა 10 წუთი, რათა საფუძვლიანად გაიჟღინთოს.