თეგებით ძიება

საქართველოს მოქალაქეს რაც მეტ ქვეყანაში ექნება უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, მით უფრო კარგია - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეს, რაც მეტ ქვეყანაში ექნება უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, მით უფრო კარგია.

"პუტინის გადაწყვეტილების უკან დგას პოლიტიკური მოტივაცია, მაგრამ რთულია განსაზღვრო, რა არის ამ მოტივაციის მიზანი.

ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საკუთარი ქვეყნის მოტივაციითა და მიზნებით. ვფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეს რაც მეტ ქვეყანაში ექნება უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, მით უფრო კარგია. თუ უსაფრთხოებაზე ვისაუბრებთ, რუსეთის მიერ ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ მიმართულებით არაფერს ცვლის. ვისაც არ უნდა, არ წავა რუსეთში.

როდესაც პუტინმა თქვა, რომ ქართველებმა თავად დავაყენეთ ვიზების გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი, იგულისხმა, რომ 2019 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა, არათუ საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმა მიმართეს, რომ საქართველოსთვის დაწესებული სანქცია მოეხსნათ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენი განსჯის ინტერესი არ არის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "კვირის პალიტრასთან".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა