თეგებით ძიება

სად არის თბილისსა და მის შემოგარენში ყველაზე სუფთა ჰაერი?

 თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი წერეთლის გამზირზეა, - ინფორმაციას "Colliers Georgia" ავრცელებს.

"სად არის თბილისსა და მის შემოგარენში ყველაზე სუფთა ჰაერი? 

ამის დასადგენად გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შევაფასეთ კონკრეტულ არეალებში ტექნოგენური ზემოქმედების ხარისხი

აღმოჩნდა, რომ თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი წერეთლის გამზირზეა(123 მკგ/მ³), რასაც მოყვება პეკინისა (102 მკგ/მ³) და რუსთაველის გამზირები (82 მკგ/მ³)

ქალაქის შემოგარენში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილი საგურამოა მტვრის ნაწილაკების, ნახშირბადის მონოოქსიდისა და აზოტის დიოქსიდის ინდიკატორებით",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა