5-წუთიანი პიცა სომხური ლავაშით
ინგრედიენტები:
სომხური ლავაში
მოცარელა
პომიდორი 5-6 ნაჭერი
ბაზილიკის ფოთოლი ან დაფქული რეჰანი
3 კბილი ნიორი
1.5 ს/კ. ზეითუნის ზეთი
1.5 ს/კ. ბალზამიკო
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
დაჭერით ნივრის კბილი და შეურიეთ ზეთი. ეს ნაზავი წაუსვით ლავაშის ფენებს.
ძირი შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 5 წუთით, შემდეგ მოაყარეთ მოცარელას თხელი ნაჭრები. ყველს მოაყარეთ მარილი და პილპილი, ზემოდან მოაყარეთ თხლად დაჭრილი პომიდორი.
პიცა მზად იქნება 7-10 წუთში, დარწმუნდით, რომ პურის ძირი არ გამოშრეს და დაიწვას. ცხელი პიცის ნაჭრებს მოასხით ბალზამიკო და ზეთის ნარევი, შეაზავეთ ნიორით და მოაყარეთ რეჰანი.