თეგებით ძიება

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის უბრუნდებიან ყოფილებს

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მის ხასიათზე, გარდა იმ ვარსკვლავისა, რომლის ნიშნის ქვეშ დაიბადა, ასევე გავლენას ახდენს საზოგადოება, აღზრდა, ეპოქა და მრავალი სხვა.

და მაინც, ადამიანების ყოფილ პარტნიორებთან დაბრუნების მიდრეკილებაზე საუბრისას, ასტრო ფსიქოლოგები განასხვავებენ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებიც სხვებზე უფრო ხშირად უბრუნდებიან ყოფილ პარტნიორებს.

კირჩხიბი

კირჩხიბები ძალიან მგრძნობიარეები და რომანტიკულები არიან, ისინი მიდრეკილნი არიან ნოსტალგიისკენ და ხშირად იძირებიან მოგონებებში. კირჩხიბისთვის ნებისმიერი დაშორება ტრაგედიაა, ამიტომ ახალი ურთიერთობის ალბათობა ძალიან დაბალია, ძველ ურთიერთობაში დაბრუნების ალბათობა კი საკმაოდ მაღალი.

ამ ნიშნის მამაკაცებიც და ქალებიც ფიზიკურად ვერ იტანენ მარტოობას და ისწრაფვიან შეივსონ ემოციური სიცარიელე. ახალ ურთიერთობაში სიყვარულის არ აღიარების შიშის გამო, მათთვის უფრო ადვილია ძველის აღდგენა, ვიდრე სხვასთან, უცხო და არაპროგნოზირებადი, ახალი ურთიერთობის დაწყება.

კირჩხიბი ქალები, მცირე იმედის შემთხვევაშიც კი, ბედნიერად ბრუნდებიან საკუთარ ძველ სახლში და უერთდებიან ყოფილ პარტნიორს.

კირჩხიბი კაცები კი, ახალი ურთიერთობის შექმნისასაც კი, ყოფილს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ივიწყებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ის მაინც მათ ეკუთვნის და მათ გარეშე ვერ იცხოვრებენ, ამიტომ წარუმატებელი ახალი ურთიერთობების შემთხვევაში, ისინი ძველ ურთიერთობაში ბრუნდებიან.

თევზი

დაშორების საკითხში თევზების ორ ჯგუფს განიხილავენ: პირველ ჯგუფს ამოძრავებს სურვილი, დაუმტკიცონ ყოფილებს, რომ საუკეთესოები და შეუცვლელები არიან; ნელ-ნელა იბრუნებენ ნდობას, ყოფილებს „აბამენ“ მოფერებითა და არაამქვეყნიური სიამოვნებებით – დიახ, თევზებთან ურთიერთობის ინტიმური ნაწილი ხშირად ძალიან კარგია, მათ ეს იციან და კოზირად იყენებენ.

თევზების მეორე ჯგუფს კი არ შეუძლიათ ცხოვრება ყოფილი შეყვარებულის გარეშე, რადგან ისინი ემოციურად არიან დაკავშირებული მასთან და გულწრფელად განიცდიან დაშორებას. მათი მიჯაჭვულობა ძალიან სერიოზულია და თუნდაც ახალი ურთიერთობა წამოიწყონ, მაინც არ დაგივიწყებენ და რეგულარულად შეგახსენებენ თავს.

ქალწული

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრაგმატული ქალწული გახდება სასიყვარულო ისტორიის გმირი, რადგან ისინი მწირი ემოციურობით გამოირჩევიან.

ქალწული ქალებიც და კაცებიც ზედმეტად არჩევენ ადამიანებს და ძალიან დიდი ხნის შემდეგ პოულობენ პარტნიორს, ირგვლივ ყველას და ყველაფერს თავიანთი ხასიათით ზომავენ.

ყოფილებთან კონტაქტის ოდნავი შესაძლებლობის შემთხვევაში, ისინი ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებენ. ისინი ყოფილებს დაეხმარებიან, მოუგვარებენ პრობლემებს, აჩვენებენ, რომ ერთგულები არიან.

ქალწულები ხშირად ოცნებობენ მშვიდ წარსულში დაბრუნებაზე, აიდეალებენ ყოფილ პარტნიორებს, რადგან ახალი ურთიერთობა და ახალი პარტნიორის ძიება მათთვის არ არის საუკეთესო ვარიანტი,  ამიტომაც მათ ნაცნობი ცხოვრების წესი უფრო იზიდავს, ვიდრე ახალი სიყვარულის იმედი.

თუ თქვენ მომავალში ქალწულთან ურთიერთობის დაწყებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, მათ იციან უსაზღვრო თავდადება, პარტნიორისადმი გულწრფელობა და ოჯახის შექმნის სურვილი, რაც ძალიან დასაფასებელია.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა