თეგებით ძიება

"ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი ბებია" - გივიკო დიდიას ემოციური პოსტი

ბლოგერი, გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ბებიას და მასთან ურთიერთობას უძღვნის.

"ნათი : გივი რაფერ გამიმართლა ბებია . 

მე : ნათ რაზე ამბობ ? 

ნათი : ბაბუაშენი იყო გივი და თან მყობოდა ზეთ . ცივ ნიავს არ მაკარებდა . შენც გივი ხარ და ამართლებ მის სახელს და გვარს . ნეტე იცოდე რაფერ მითბობ გულს და სულს ბებია . 

ნათი სულ მახსენებს , რომ როცა მე მიყურებს , მას თვალწინ წარმოუდგება ბაბუაჩემი , რომელსაც ძალიან ვგავარ . “ ბაბუაშენივით მეოჯახე და კეთილი გულის პატრონი ხარო მეტყვის “ 

მიყვარს ნათისთან ლაპარაკი . ბევრს ვსწავლობ . ვუყვები ყველაფერს ისე , როგორც მეგობარს . მისგან ვიღებ რჩევას . ვისმენ მის აზრს და ყოველათვის ვითვალისწინებ . 

“ ვთვლი რომ ბებია - ბაბუების აღზრდაში ჩართვა უპირველესად პოზიტიურ გავლენას ახდენს ბავშვზე . ადამიანად ჩამოყალიბებაში , დიდ როლს თამაშობს . სითბო რომელიც ბებია და ბაბუას ახლავს განსაკუთებულია . სულ სხვაა , მათ რაღაც განსაკუთრებით ვუყვარვართ “ 

მე ბედნიერი ვარ , რომ მყავს ასეთი ბებია და უმეტეს დროს სულ ბებიას ვეხუტები . იცით რატომ ? პატარა ბავშვივით წყინთ და უხარიათ . ასაკში განსაკუთრებით საჭიროა ზრუნვა და სიყვარული . ის ყველაზე თბილია . ის გამორჩეულია და ამიტომაც მიყვარს გამორჩეულად მეც . 

ადამიანი რომელიც ბავშვობას მილამაზებდა “ ახლაც ასეა “ თუკი რამე მახსოვს კარგი და ფერადი , სწორედ მასთანაა დაკავშირებული . ჩემს ლამაზ ბებიასთან . პატარობისას მასთან ძილით და ძილის წინ ტკბილი ზღაპრებით . ყოველ ჯერზე მიხსნიდა , რატომ ვუყვარვარ ასე გამორჩეულად , იმიტომ რომ მისი გაზრდილი ვარ . ეს იყო ერთადერთი ადამიანი , ვინც არასდროს დამტუქსავდა . მშვიდად ამიხსნიდა ყოლისფერს . ვისაც სულ ეჩვენებოდა , რომ ჭამას მოვუკელი და ყველაფერში მხარს ამიბამდა . ეს არის ჩემი საჩუქარი . დიდი , შეუფასებელი საჩუქარი , რომლითაც ღმერთმა დამაჯილდოვა . მე კი სულ ვცდილობ მცირედი გავიღო მისთვის . არ ვიცი რამ მომაძალა ეს სენტიმენტები , იქნებ შემოდგომის ბრალია . ვზივარ კიბეზე , ისე რაფერც ბაღნობაში და ვწერ ბებია - ბაბუაზე . ვუყურებ ნათის და ვხედავ , როგორ ეჭუტება ლამაზად თვალები . ირგვლივ შემოვლებულ ნაოჭებში ღიმილჩამამლულს", - წერს გივიკო დიდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა