თეგებით ძიება

ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით - ირაკლი ღარიბაშვილი

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით.

„რაც შეეხება ამ საკითხს, ისევ გავიმეორებდი, რომ ძალას, რომელმაც სწორედაც, რომ განაპირობა ჩვენი ტერიტორიების ჩაბარება რუსეთისთვის, რომელმაც განაპირობა ეს დიდი უბედურება და ამის შემდეგ მოუწერეს ხელი კაპიტულანტურ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ასევე მიუღებელია და საერთოდ სასაცილოა, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და დეოკუპცია მშვიდობიანი გზით და ამაზე მგონი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით", - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა