თეგებით ძიება
03. 06. 2023 ვიდეო

"დავიღუპეთ ხალხო, უკვე ცარიელი ფურცლის გამო აკავებენ ხალხს ჩვენს ქვეყანაში" - რას ამბობს დომენიკ მანგო? (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ცარიელი ფურცლის გამო, მოქალაქეებს აკავებენ.

"დავიღუპეთ ხალხო, უკვე ცარიელი ფურცლის გამო აკავებენ ხალხს ჩვენს ქვეყანაში. რუსი ჩინოვნიკის ოჯახს იცავენ ქარტველებისგან და თავად ქართველებს როგორ ეპყრობიან", - წერს დომენიკ მანგო.

ცნობისათვის, რამდენიმე დღეა, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მარტის აქციების დროს, ე.წ. „კოქტეილის საქმეზე“ დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა