თეგებით ძიება

"მისაბაძი საქციელია!" - "რეტროდან" წასულ თანამშრომლებს რესტორანი "ფშაური" დაასაქმებს

 რესტორანი "ფშაური" გმობს ძალადობას და სოციალურ ქსელში წერს, რომ დაასაქმებს იმ ადამიანებს, რომლებიც რესტორან "რეტროდან" პროტესტის ნიშნად წამოვიდნენ.

"რესტორანი “ფშაური” გმობს ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებულ არასათანადო და ძალადობრივ მოპყრობას თანამშრომლების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება და ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ამის ფონზე, ბათუმში ახლახან მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი სოლიდარობას უცხადებს რესტორან "რეტროდან" პროტესტის ნიშნად წამოსულ თანამშრომლებს და სთავაზობს დასაქმებას სამწუხაროდ შეზღუდული ოდენობით. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც "ფშაური" ავრცელებს.

ცნობისთვის, "რეტროს" ყოფილმა თანამშრომელმა მფლობელის მიერ ერთ-ერთ ოფიციანტზე ძალადობის კადრები გაავრცელა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია მეპატრონე. მოგვიანებით, რესტორანი 15-ვე ტანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა