თეგებით ძიება

ხელი დამარტყა გულმკერდის არეში და გადამაგდო კიბეებიდან - რას ჰყვება ბიჭი, რომელზეც "რეტროს" მფლობელმა ფიზიკურად იძალადა?

რესტორან „რეტროს თანამშრომელი“, თემო მგზავრიძე, რომელზეც დაწესებულების მფლობელმა ფიზიკურად იძალადა, პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მგზავრიძე აცხადებს, რესტორნის მფლობელმა მას ხელი დაარტყა და კიბეებიდან გადააგდო, ხოლო იგი უბრალოდ თავს იცავდა.

"ვიდეოშიც კარგად ჩანს რაც მოხდა, როგორც მოხდა. მე იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ მე მას თავს დავესხი. ეს იყო მხოლოდ თავდაცვის მიზნით. საქმე გადაცემულია შესაბამის უწყებებში, გამოიკვლევენ და შესაბამისად დამნაშავესაც დაიჭერენ.

ხელი დამარტყა გულმკერდის არეში და გადამაგდო კიბეებიდან. მომსწრე ვიყავი იმისა, რომ ძალიან ბევრ ჩემს თანამშრომელს სიტყვიერად აწუხებდა, შეურაცხყოფას აყენებდა. რაც შეეხება რუსებს, რუსები ჩვენზე მეტ ხელფასს იღებდნენ. პრაქტიკანტები იღებდნენ მე რაც უნდა ამეღო იმ ხელფასს," - თქვა თემო მგზავრიძემ.

შეგახსენებთ, რომ რესტორან "რეტროს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი მიმტანის ცემის ფაქტზე წუხელ დააკავეს. დაკავებული კაცი ძალადობაში ბრალს თავად რესტორნის თანამშრომლებს სდებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა