"უფალს ებარებოდეს მისი უმანკო სული" - ბათუმში, მეათე კლასის მოსწავლე საბა ზოიძე გარდაიცვალა
ბათუმში მეათე კლასის მოსწავლე, საბა ზოიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ავრცელებს.
"ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა X-2 კლასის მოსწავლე საბა ზოიძე....
მშვიდად განისვენოს სულმან მისმან იქ, სადაც მართალნი განისვენებენ", - წერია განცხადებაში.