თეგებით ძიება
07. 06. 2023 ბიზნესი

"კატეგორიულად ვემიჯნებით და ვგმობთ "რეტროში" მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს!" - რესტორატორთა ასოციაცია

რესტორატორთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და ბათუმში, რესტორან "რეტროში" მომხდარ ფაქტს გმობს.

"ჩვენ, რესტორატორთა ასოციაციის წევრები, კატეგორიულად ვემიჯნებით და ვგმობთ ბათუმში, რესტორან "რეტროში" მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს! 

ის, რაც სხვა და სხვა მედიასაშუალების და სოციალური ქსელის მეშვეობით ვიხილეთ, ამაზრზენია და ბღალავს  არა მარტო კონკრეტული პიროვნების, არამედ ყოველი რესტორატორის წლების განმავლობაში ნაშენებ საქმიან რეპუტაციასა და იმიჯს!!!", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, რესტორან "რეტროს" მფლობელმა ერთ-ერთ ოფიციანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ვიდეოც გავრცელდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. რესტორნის მფლობელი დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა