ოკუპირებულ აფხაზეთში, თავშეყრის ადგილებში საცურაო კოსტიუმით სეირნობისთვის 6 000 რუბლით დააჯარიმებენ
1 აგვისტოდან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საცურაო კოსტიუმით სეირნობისთვის ხალხს 6 ათასი რუბლით დააჯარიმებენ.
ე.წ პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები უკვე შეიტანა.
განმარტებაში ნათქვამია, რომ "ბევრი დამსვენებელი, თავს უფლებას აძლევს საცურაო კოსტიუმებით იაროს არა მხოლოდ პლაჟებზე ან ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, არამედ საზოგადოებრივ ადგილებშიც, გარდა ამისა, საზოგადოებრივ ადგილებში კაცები დადიან შორტებით და ტანსზემოთ შიშვლები".