თეგებით ძიება

ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე გორის სასამართლომ კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

გორის სასამართლომ დააკმაყოფილა შიდა ქართლის პროკურატურის მოთხოვნა და ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას  qartli.ge ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმებოდა ადვოკატი, რომელიც ამბობდა, რომ მამაკაცი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. 

პროკურატურის მტკიცებით, კაცმა ქალს თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩაარტყა. კაცს ასევე ჰქონდა შემაკავებელი ორდერი.

ადვოკატი კი ამტკიცებდა, რომ ქალი თავად დაესხა თავს მამაკაცს და მის თანმხლებ პირს.

სასამართლომ ეს ფაქტი არ მიიღო შემამსუბუქებელ გარემოებად და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა