თეგებით ძიება

ოპოზიციისგან არაფერი გამოვა - შალვა პაპუაშვილი

სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი: ანუ, ძალადობა, კორუფცია, ადამიანის ღირსების აყრა, ეს გახლავთ ჩვენი ოპოზიციის გენეტიკური კოდის შემადგენელი ნაწილი, რაც არის პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ოპოზიციისგან არაფერი გამოვა.

„ისინი ამ ადამიანებს ვერ მოიცილებენ ისე, რომ თავად არ განადგურდნენ. სწორედ ეს დილემა უდგას ოპოზიციას. ამ ოპოზიციისგან არაფერი გამოვა, გარდა იმისა, რომ კვლავ წრეზე იტრიალონ რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის. მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან და მათი გენეტიკური კოდი გაშიფრეს. უცხოეთიდან ჩარევებისა და დაფინანსების, ასევე იარაღის ტრიალის სემინარების დაფინანსების მიუხედავად, შანსი არ არსებობს, ქართველმა ხალხმა რაიმენაირად დაუშვას ხელისუფლების მანდატის მათ ხელში ჩაგდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა