თეგებით ძიება

მოცვის ნამცხვარი

საჭირო ინგრედიენტები:

11/2 ჭიქა დაფშვნილი უშაქრო ორცხობილა (შეიძლება, კრეკერებიც);

6 სუფრის კოვზი (85) გრ გამდნარი კარაქი;

1 ჭიქა (200 გრ) შაქარი;

3 ს.კ. სიმინდის სახამებელი

ჩაის კოვზის მეოთხედი მარილი

50 მლ. წყალი

4 ჭიქა (600 გრ.) ახალი მოცვი

ათქვეფილი ნაღები

მომზადების წესი:

კარაქი გაადნეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. გამდნარ კარაქს შეურიეთ დაფშვნილი ორცხობილა და ურიეთ, სანამ ფხვიერ, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

კარაქიანი ორცხობილას ნაფშვენები 22-23 სმ. დიამეტრის საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და ჯერ ხელით, შემდეგ კი ჭიქის დახმარებით ცენტრიდან კიდეების მიმართულებით, კარგად დატკეპნეთ. გაითვალისწინეთ, რომ ორცხობილას ფენა კიდეებზე მაღალი უნდა იყოს.

კარაქიან-ორცხობილიანი ფორმა მაცივარში შედგით, რომ კარგად გაცივდეს და კენკრის შიგთავსის მომზადებას შეუდექით.

როგორ მოვამზადოთ მოცვის გულსართი:

ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, სიმინდის სახამებელი და მარილი. ამის შემდეგ ქვაბი დაბალ ცეცხლზე დაადგით და თანდათან დაამატეთ წყალი, თან მუდმივად აურიეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება და მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

ქვაბში ჩაყარეთ მოცვის ნახევარი და, დაახლოებით, 2 წუთი (მასის გასქელებამდე) ადუღეთ.

მოცვიანი ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და როცა ქვაბში მასა მთლიანად გაცივდება, დარჩენილი მოცვი დაუმატეთ და მომზადებული გულსართი ორცხობილას ფენაზე გადაიტანეთ. შემდეგ მაცივარში შედგით, დაახლოებით, 2 -3 საათით.

ნამცხვარზე ზემოდან ათქვეფილი ნაღები ან თქვენთვის სასურველი კრემი ლამაზად დაადეთ და ცოტა ხნით ისევ მაცივარში შედგით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა