თეგებით ძიება

ძალიან შემიყვარდა საქართველო, უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობს – შონ პენი

ამერიკელმა მსახიობმა, შონ პენმა, რომელიც თბილისში ამბის თხრობის ფესტივალ ZEG-ზე დასასწრებად ჩამოვიდა განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს.

„ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით, როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე 62 წლის განმავლობაში. ძალიან შემიყვარდა საქართველო. საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც. უკრაინა არის ის, რასაც დაგვპირდა ჩვენი ქვეყანა – მშვიდობა და თავისუფლება“, – განაცხადა შონ პენმა.

წყარო:„ფორმულა“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა