გაგრაში წყალდიდობამ სახლები და სასტუმროები დააზიანა
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, გადაიკეტა ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილი. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დატბორილია სახლები და სასტუმროები.
აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო, გაგრის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.