თეგებით ძიება

ვინ არის კაცი, რომელმაც 15 წლის ბათუმელ გოგოზე სექსუალურად იძალადა? - გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 23 წლის ლაშა ნინიძეს, რომელსაც გამოძიება 15 წლის გოგოზე სისტემატურ სექსუალურ ძალადობას ედავება, პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაკავებული წარსულშიც ნასამართლევია.

სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე მუხლი) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით (140-ე მუხლი) დააკავეს 2000 წელს დაბადებული კაცი, რომელსაც შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი 11 ივნისს, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა. ის მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა