"აღქმების ფაქტებზე წინ დაყენება არ უნდა იყოს დასავლეთის მიდგომა საქართველოსთან" - შალვა პაპუაშვილის ღია წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს.
ის წერილში ჩვეული საქართველოს მიმართ დასავლელი პარტნიორების მიერ გამოთქმულ კრიტიკაში ბრალს "დესტრუქციულ ოპოზიციას" სდებს.
"რწმენამ, რომ "აღქმები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფაქტები", დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ზოგიერთ უცხოელ პარტნიორს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლნი გახდნენ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და წარსულში უკრაინის საჯარო მოხელემ, სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში "დაბრუნება" დააანონსა. ეს დრამატული განცხადება მოჰყვა ბრალდებებს მისი "სასიკვდილო სარეცელზე წოლის" შესახებ თვეების განმავლობაში. პირველ რიგში, ის არასდროს ყოფილა სერიოზულად ავად და არასდროს დაუტოვებია ქართული პოლიტიკა. ასევე, მისი "დაბრუნება" სრულიად უაზროა. მაგრამ, გარდა ამ მარტივი ჭეშმარიტებისა, მისი ეს პოლიტიკური ნაბიჯი შეხსენებაა ქართულ პოლიტიკაში არსებული უზარმაზარი პრობლემის: სიცრუის მასშტაბების, რომლებიც შემდეგ ითარგმნება ქართული დემოკრატიის "უკან დახევის" შესახებ აღქმებში.
ჩვენი პარტნიორები ხშირად ინტერესდებიან, რატომ არის ამხელა განსხვავება, ერთის მხრივ, საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და მეორეს მხრივ, ქვეყნის არასწორ აღქმებს შორის საზღვარგარეთ. მართლაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში, განსხვავებით წარსული ათწლეულებისგან განსხვავებით, საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული განვითარებისკენ. თუმცა, ოპოზიციის პოლიტიკური რადიკალიზმის მიერ შექმნილი გარეგნული სურათი ფარავს ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ბევრ მიღწევას.
როგორ შეგვიძლია ავხსნათ ეს განსხვავება აღქმასა და რეალობას შორის? მთავრობის განმარტებაა, რომ არასწორი აღქმა ძირითადად რადიკალების წინასწარგანზრახული და კარგად კოორდინირებული ცილისწამების კამპანიის შედეგია. დეზინფორმაციის მასშტაბები ართულებს ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორისთვის იმის დაჯერებას, რომ მასიური სამთავრობო ცილისწამების უკან ასეთი მცირე სუბიექტი დგას.ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია დეზინფორმაციასთან დასაპირისპირებლად, არის ის, რომ დაეყრდნოს უამრავ ავტორიტეტულ კვლევას, რეიტინგსა და გამოკითხვებს, რომელიც აჩვენებს საქართველოს პროგრესსა და ხალხის მხარდაჭერას ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად ამისა, ჩვენი პარტნიორები ხშირად გვეუბნებიან, თუ რა გახდა საქართველოს საგარეო ურთიერთობების სამწუხარო მანტრა: "აღქმები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფაქტები".
ახლა სააკაშვილის "გამოჯანმრთელებისა" და "დაბრუნების" შესახებ, ჩვენ უჩვეულო ქეისი გაქვს, რომელიც აჩვენებს თუ რა მასიური და კარგად კოორდინირებულია ის დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მუშაობს. ფაქტი პირველი: წელიწად-ნახევრის წინ, 2021 წლის პირველ ოქტომბერს, სააკაშვილი არალეგალურად შემოიპარა საქართველოს ტერიტორიაზე. ის დააკავეს ორი დანაშაულისთვის, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს იქნა ჩადენილი. იგი 2018 წელს უკვე გაასამართლა და სასჯელი მიუსაჯა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ. სააკაშვილის დაკავებიდან თითქმის მაშინვე დაიწყო სპეკულაციები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ის ციხიდან ციხის კომფორტულ კლინიკაში იქნა გადაყვანილი, ძალიან კარგი სამედიცინო მომსახურებითა და წვდომით არა მხოლოდ მის ოჯახთან, არამედ მის პოლიტიკურ ქვეშევრდომებთან. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, მისი რადიკალური ქართველი და უცხოელი მხარდამჭერები, სუბორდინირებული პოლიტიკური მედია და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები განუწყვეტლივ ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი "მალე მოკვდებოდა" და "სიკვდილის პირას" იყო, რომელსაც ჰქონდა ათობით განუკურნებელი დაავადება, მათ შორის დემენცია, კახექსია, დეპრესია და ა.შ. ამ ბრალდებების ავტორების ყველაზე მანკიერი ნაწილი საქართველოს მთავრობას სააკაშვილის "მოწამვლაში" სდებდა ბრალს და კრემლის მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებულ მეთოდებზე მიუთითებდა.
უცხოეთიდან დიდი და ხმამაღალი რეაქცია იყო: ევროპელი დიპლომატები დემარშით მივიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან; ევროპარლამენტის სამი რეზოლუცია მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა; რუსმა უფლებადამცველებმა შეიტანეს სააკაშვილის საქმე დღის წესრიგში და მაგნიტსკის სიის ავტორები გახდნენ მისი მგზნებარე დამცველები; უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებმა გამოხატეს სოლიდარობა; უთვალავი სტატია დაიბეჭდა უცხოურ პრესაში და ყველაზე ცნობილმა ტელეკომპანიებმა და პუბლიკაციებმა გააშუქეს „საკითხი“. ქვეყნის შიგნით, სააკაშვილის ფრთის ქვეშ მყოფმა რადიკალურმა პარტიებმა მისი ჯანმრთელობა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად აქციეს. არაერთი მცდელობა იყო მობილიზებული ხალხის დიდი ჯგუფები სააკაშვილთან სოლიდარობის გამოსახატავად. მისმა მხარდამჭერებმა განაცხადეს მისი ძალისმიერი გამოყვანის გეგმები იმ კლინიკიდან, სადაც ის სასჯელს იხდის. გარდა იმისა, რომ ხალხი არასოდეს მოსულა სააკაშვილის სახელით დემონსტრაციაზე, რადგან ქართველებს, ზოგიერთი უცხოელისგან განსხვავებით, დიდი ხანია ღარ სჯერათ მისი.
საქართველოს მთავრობამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა: შესაბამისმა უწყებებმა არაერთხელ დაარწმუნეს საზოგადოება და უცხოელი პოლიტიკოსები, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობები მის საჭიროებებს პასუხობდა. მთავრობამ დროულად მოიგერია ყველა ბრალდება. წარდგენილ იქნა მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის, ასევე, თვითდაზიანების მუდმივი მცდელობების შესახებ, რომლებსაც სააკაშვილი ხელისუფლების მიერ მისთვის ზიანის მიყენებად ასაღებდა. თუმცა მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, არასათანადო მოპყრობის შესახებ აღქმა კვლავ არსებობდა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ.
მოგვიანებით სიმართლემ გამოაშკარავება დაიწყო: პირველი მთავარი გამჟღავნება ამერიკაში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) წყალობით მოხდა, როდესაც იურიდიული კომპანია "აკერმანსა" და საზოგადოებასთან ურთიერთობების კომპანიასთან სააკაშვილის ოჯახის მიერ დადებული კონტრაქტები გამოქვეყნდა. ისინი სააკაშვილის სახელით, მთელს მსოფლიოში მის გათავისუფლებას ლობირებდნენ. ამ საქმისთვის გადახდილი თანხა კოლოსალური იყო ქართული პოლიტიკისთვის - თითქმის მილიონ ნახევარი აშშ დოლარი. ამ კონტრაქტებმა გამოააშკარავა კანონიერი დაკავებიდან სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებული ლობიზმის მასშტაბი და კოორდინაციის მცდელობები.
შემდეგ, ახლახან, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ (ECHR) სტრასბურგში არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ (ან სხვა დაწესებულებაში) სამედიცინო მკურნალობისთვის გადაყვანის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებული ბრალდებების წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის შიგნით გააჩუმა ბევრი რადიკალური ხმა და სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ არასწორი აღქმები შეამცირა. ბოლოს, სააკაშვილმა თავად დამარხა საკუთარი რეპუტაცია, როდესაც, მოულოდნელად პოლიტიკაში დაბრუნებაზე განაცხადა და რადიკალურ ოპოზიციას საქართველოს კანონიერი მთავრობის მოშორებისთვის "გაერთიანებისკენ" მოუწოდა. რა თქმა უნდა, ამ საბოლოო ნაბიჯმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ის პოლიტიკოსები, საქართველოს შიგნითა და გარეთ, რომლებიც განგაშის ზარს რეკავდნენ მთავრობის მიერ სააკაშვილის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ან, კიდევ უარესი, ადანაშაულებდნენ მთავრობას სააკაშვილისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებაში.
თუმცა, რა მივიღეთ საბოლოოდ? გიგანტური დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც, ირონიულად, დასავლეთიდან წამოვიდა და არა ჩრდილოეთიდან, როგორც ამას მოველოდით, რომელმაც დააზიანა საქართველოს რეპუტაცია მსოფლიოს მასშტაბით. ეს დეზინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ და საგარეო აქტორებს შორის ურთიერთობით იქმნებოდა და ვრცელდებოდა, თვეების განმავლობაში არყევდა ჩვენს სახელმწიფოს მაშინ, როდესაც საქართველოს ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი როგორც გეოპოლიტიკურად, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.
უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გაიმეორეს და გაიზიარეს ეს დეზინფორმაცია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, წვლილი შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ კამპანიაში. ზოგიერთ ამ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან, ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე.
საბოლოო ჯამში, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თაღლითობის მასშტაბი და მისი პოლიტიკური შედეგები აჩვენებს ორ რამეს: პირველი, საზღვარი არ აქვს საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ტყუილებს. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იოლად ექვემდებარებიან მცდარ აღქმებს, რაც ძირს უთხრის ნდობას ჩვენს ურთიერთობებში”, - ვკითხულობთ წერილში.
Putting Perceptions Before Facts Should Not Be the West’s Approach to Georgia. Here’s Why:
The belief that “perceptions are more important than facts” has done a huge disservice to some of our foreign partners, who fell victim of Mikheil Saakashvili’s large-scale disinformation… pic.twitter.com/GYA37q600w — Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) June 21, 2023