თეგებით ძიება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დააკავეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე დააკავეს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ  სერგო შუბითიძე "ფორმულასთვის" მიცემული სკანდალური ინტერვიუში აცხადებდა, რომ გამოძიების დროს  ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი  გამომძიებელი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა. 

23 წლის პროგრამისტის ოჯახი კი აცხადებს, რომ შუბითიძის საჯარო განცხადებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ თამარი მოკლულია და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა