თეგებით ძიება

რამდენით დაჯარიმდებით თუ ძაღლს საბელის ან ალიკაპის გარეშე გაასეირნებთ? - ნახეთ, ახალი კანონი

პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ღია სივრცეებში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანისთვის ჯარიმების ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. ამასთან, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე შესაძლებელი იქნება ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა.

"აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მეპატრონემ სურვილისამებრ უნდა აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთი - საბელი ან ალიკაპი. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება (განსაზღვრულ სივრცეებში ძაღლის, ალიკაპის ან საბელის გარეშე ყოლა) გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა" - აცხადებს პარლამენტი.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, კანონის მიღების უმთავრესი მიზანია „ბოლო პერიოდში შინაური ბინადარი ცხოველების მხრიდან სხვა ცხოველებისა და ადამიანების დაზიანების, მათი ჯანმრთელობის ხელყოფის გახშირებული ფაქტების პრევენცია, რაც თავის მხრივ, განპირობებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის გათვალისწინებული შეუსაბამოდ დაბალი სანქციებითა და ცხოველების მიმართ საზოგადოებაში არსებული მანკიერი ცნობიერებით“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა