თეგებით ძიება

"ტალახს ჭამენ, თუ კი სადმე გეგულებათ ჯოჯოხეთი და სასაკლაო თბილისში, ეს ლილოშია" - სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელი ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება შიმშილისგან გარდაცვლილი ძაღლი ფოტო, რომელიც ტალახს ჭამდა.

"მთელი თბილისის მასშტაბით დამშეულ, შეშინებულ, გასაცოდავებულ ძაღლებს, რომლებიც შიმშილისგან ტალახს ჭამენ მხოლოდ ლილოში ნახავთ.

ლილოში და კიდევ უკაცრიელ ტყეში გადაყრილ ძაღლებთან ურთიერთობისას შემხვედრია მხოლოდ, ძაღლს რომ სიკდვილივით ეშინია ადამიანის. 

არ ვიცი სადმე გინახავთ თუ არა, როდესაც შიმშილისგან გაძვალტყავებული ძაღლი ჭამის ინსტიქტს სძლევს შიშის გამო და ადამიანის დანახვისას კივილით გარბის უკან მოუხედავად.

ლილოს გარდა სხვაგან მე არსად მინახავს თბილისში ასეთ მდგომარეობაში ძაღლი.

თუ კი სადმე გეგულებათ ჯოჯოხეთი და სასაკლაო თბილისში, ეს ლილოშია.

ყველაზე მეტი აგრესიული ძაღლთმოძულეც აქაა.

მაპატიეთ მძიმე ფოტოსთვის.

თბილისის მასშტაბით მხოლოდ ლილოში ნახავთ შიმშილისგან კანიბალიზმს ძაღლებში", - წერია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა