თეგებით ძიება

"ბათუმში დაგეგმილ კონცერტს აგვისტოში ჩავატარებ" - რას წერს ნუცა ბუზალაძე?

მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბათუმში დაგეგმილ კონცერტს აგვისტოში ჩაატარებს.

„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო. ჩემს მიმართ ბოლო დღეებში აგორებული კამპანიის გამო ვთვლი, რომ ქალაქ ბათუმის კლუბ „სფეროში“ 30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი აგვისტოსთვის გადავდო. გადაწყვეტილება კლუბის მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ, ერთობლივად მივიღეთ. სოლო კონცერტამდე კი მივემგზავრები ამერიკაში. ტურნეს, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ ჩემი მსმენელისთვის სასიამოვნო სიურპრიზად დავტოვებ. რაც შეეხება ჩემს მიმართ აგორებულ აგრესიულ კამპანიას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ განვმარტო რუსეთში ჩასვლის მიზეზები, რომელიც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა პირადი ინტერესებისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის გამოიყენეს.

ჩემი ჩასვლა მოსკოვში უახლოესი მეგობრის დაბადების დღეს უკავშირდებოდა და არ ატარებდა კომერციულ ინტერესს. უამრავი შემოთავაზების მიუხედავად მე უარი განვაცხადე რუსულ შოუბიზნესთან ნებისმიერი ტიპის კავშირზე. ვაფიქსირებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და სწორედ ამიტომ, ჩემთვის მიუღებელია რუსეთში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობა.

რაც შეეხება მეგობრულ ვიზიტს, თუ ჩემს გულშემატკივრებს გული დავწყვიტე მოსკოვში ჩემს ქართველ იუბილარ მეგობართან სტუმრობით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ წუხილს, თუმცა მივიჩნევ, რომ ჩემი მხრიდან მეგობრისადმი გამოხატული მხარდაჭერა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. მე ვრჩები ჩემი ქვეყნის, ხალხისა და გულშემატკივრების ერთგული და ძალიან ვაფასებ თითოეული თქვენგანის სიყვარულს და თანადგომას. მიყვარხართ და სიურპრიზით დაგიბრუნდებით. კლუბი სფერო 1 ივლისს გაიხსნება. მსმენელის წინაშე კი ქართველი და უცხოელი ელექტრონული მუსიკის არტისტები წარდგებიან.

P.S მიყვარხართ! და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისთვის“, - წერს ნუცა ბუზალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა