მშობელმა პოლიციას არ მიმართა და ბავშვისთვის აბორტის გასაკეთებლად ქუთაისის კლინიკაში წავიდა - ვინ გააუპატიურა 13 წლის ბავშვი?
ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს.
ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც დედამ ბავშვი, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.
გავრცელებული ინფორმაციით, მშობელმა პოლიციას არ მიმართა და ბავშვისთვის აბორტის გასაკეთებლად ქუთაისის კლინიკაში წავიდა. სამართალდამცველები საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს.
ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა.
შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.