ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ, მატანში დაკარგულ კაცს ეძებენ
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ, მატანში დაკარგულ კაცს ეძებენ.
32 წლის ზვიო მექუდიშვილი მეათე დღეა სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
მამის ინფორმაციით, კაცმა სოფელი, სავარაუდოდ, მათთვის უცხო ადამიანთან ერთად დატოვა. ოჯახი ადგილობრივებს სამძებრო ოპერაციაში დახმარებას სთხოვს. დღეს ისინი პოლიციას ოფიციალური განცხადებითაც მიმართავენ.