თეგებით ძიება

"ცა ჩამოგვექცა თავზე, ვაიმე შვილებო, ხუთი სხვადასხვა ოჯახი გაუბედურდა, ხუთივე გეგუთელი" - რა ინფორმაცია ვრცელდება ქუთაისში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევაზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებიდან ირკვევა, ავარიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრები ახალგაზრდები ემსხვერპლნენ. 

,,ისევ ატირდა ჩემი გეგუთი... ცა ჩამოგვექცა თავზე, ვაიმე შვილებო...",

,,ვაიმე, რა საშინელი დილა გაუთენდა გეგუთს... იწვის სოფელი მათი ცოდვით",

,,ხუთი სხვადასხვა ოჯახი გაუბედურდა, ხუთივე გეგუთელი".

,,ვაიმეე, ეს რა დიდი ტკივილი ხართ ბიჭებო, რა საშინელი დღე დაგვიდგა გეგუთს... საამაყო შვილები დაიღუპნენ...  თუნდაც ერთი, დიდი ტკივილია... და ეს რა მოხდა...", - წერენ სოციალურ ქსელში. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის აეროპორტთან დღეს, გამთენიისას მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

ავარიის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მძიმეა, კიდევ ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა