"საბერძნეთში, ქართველი ემიგრანტი ნანული შავშიშვილი გარდაიცვალა" - შოთო სიხარულიძე
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, ნანული შავშიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ნანული შავშიშვილი.
კიდევ ერთმა უტკბილესმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება. შვილებს ენატრებოდი... ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ ამ ტკივილს. შვილებსაც არ ეუბნებიან, რომ გაუფრთხილდნენ არა და ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა, ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში. ნათელში იყოს შენი სული უთბილესო და უკეთილშობილესო, საოცარო ქალბატონო,“ - წერს შოთო სიხარულიძე.