თეგებით ძიება

ახლად გაჩენილ სამყაროში დრო უფრო ნელა გადიოდა - რას ამბობენ მეცნიერები?

მეცნიერების დასკვნით, ახლად გაჩენილ სამყაროში დრო უფრო ნელა გადიოდა.

ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს ჩვენთვის, იმ სინათლის შემთხვევაში, რომელმაც ჩვენამდე მოსაღწევად თითქმის 13 მილიარდი წელიწადი იარა. ამას დროის გაფართოებას უწოდებენ. პირველად ისტორიაში, კოსმოსური განთიადის, ანუ სამყაროს ძალიან ადრეული ეტაპის კაშკაშა გალაქტიკების, სახელად კვაზარების რყევების შესწავლისას, სიდნეის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა გერენ ლევისმა და ოკლენდის უნივერსიტეტის სტატისტიკოსმა ბრენდონ ბევერმა სწორედ ეს ფენომენი დააფიქსირეს.

როგორც მათ დაადგინეს, სამყაროს აჩქარებული გაფართოების გამო, ვხედავთ, რომ ეს რყევები ხუთჯერ უფრო ნელა ხდება, ვიდრე ჩვენთან სადმე ახლომახლოს.

ეს არის ჩვენგან ყველაზე შორეული დროის გაფართოება, რაც კი მოქმედებაში გვინახავს და ამავე დროს, ის რამდენიმე პრობლემას აგვარებს. აჩვენებს, რომ კვაზარები ამ ეფექტს შეესაბამება სივრცე-დროის უზარმაზარ ნაწილებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანხმობაშია კოსმოლოგიის სტანდარტულ მოდელთან და მათი ქცევის შესწავლისას, შეგვიძლია, მხედველობაში მივიღოთ დროის გაფართოება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა