თეგებით ძიება

"სისხლდენა დაეწყო, რის შედეგადაც მდგომარეობა დამძიმდა... ორი თვე აპარატზე იყო შეერთებული" - რას ჰყვებიან გარდაცვლილი ორსულის ახლობლები?

მშო­ბი­ა­რო­ბის შე­დე­გად კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გო­გო­ს, თა­რა­ნა კაჰ­რა­მა­ნო­ვას ოჯა­ხი მომ­ხდარ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ოჯახის წევრები ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბას მოჰ­ყვა.

"გო­გო­ნას და­ე­წყო სის­ხლდე­ნა, რის შე­დე­გა­დაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. ამის შემ­დეგ იგი ორი თვით თბი­ლის­ში, კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც სიკ­ვდილს ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იბ­რძო­და, 4 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა", - ჰყვე­ბი­ან გო­გო­ნას ახ­ლო­ბლები.

მარ­ნე­უ­ლის კლი­ნი­კა „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სამ­შო­ბი­ა­რო და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ია სე­ფი­აშ­ვილ­მა Aktual.ge-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და: "ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გაც­ნო­ბებთ, რომ ჩვენს კლი­ნი­კა­ში მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ამ გო­გო­ნას შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია, თუმ­ცა მას კი­დევ სხვა ტი­პის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და და შე­სა­ბა­მის­მა ბრი­გა­დამ სპე­ცი­ა­ლურ ცენ­ტრში, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. იგი იქ მკურ­ნა­ლობ­და და, სამ­წუ­ხა­როდ, ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა, ის გოგო ჩვენს კლი­ნი­კა­ში არ გარ­დაც­ვლი­ლა, ამას ვა­დას­ტუ­რებ".

წყარო:  Aktual.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა